ქართველი მეფეები




თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 — გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207), საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა, რისთვისაც მას ქვეშევრდომებმა “მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი” ტიტული უბოძეს.
თამარი მეფე გიორგი III-ისა და მისი მეუღლის ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი იყო. ბურდუხანი თავის მხრივ ოვსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი გახლდათ. მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა მისი გარდაცვალების შემდეგ უთანხმოებების წარმოქმნისგან თავის ასარიდებლად. 1184-იდან, გიორგი III – მ თავისი ძმის შვილი დემნა (დიმიტრი ) უფლისწული სასტიკად აწამა . დემნა უფლისწულმა მოითხოვა კუთვნილი ტახტი , საქართველოს წესდების თანახმად ტახტი ვაჟს ეკუთვნოდა შესაბამისად დემნა უფლისწული კანონიერ ტახტს ითხოვდა , მაგრამ გიორგი III – მ გადაწყვიტა რომ თამარი ბევრად კარგად გაუძღვებოდა საქართველოს და დემნა უფლისწული დილეგში ჩააგდო , რამდენიმე ხანი საკვები არ მიაწოდა და დემნა უფლისწულიც გარდაიცვალა ამიტომაც ტახტზე 18 წლის თამარი ავიდა რომლებსაც უამრავი მტერი ჰყავდათ იმის გამო რომ ეგონათ , საქმეს ვერ გაუძღვება ქალიო.




ერეკლე II, კახეთის მეფე 1744-1762 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წლებში. თეიმურაზ მეორისა და ვახტანგ VI-ის ასულის თამარ დედოფლის შვილი. დაიბადა 1720 წლის 7 ნოემბერს. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ლეკთა დამარბეველი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უსარდლა ჯარს. 1737-1739 წლებში იმყოფებოდა ნადირ-შაჰის კარზე და მონაწილეობა მიიღო ინდოეთში ლაშქრობაში.
erekle II
1744 წელს თეიმურაზ II ქართლის მეფე გახდა, ხოლო ერეკლე II კახეთისა. 1747 წელს თეიმურაზ II ირანში წავიდა. წასვლის წინ მან ქართლი ერეკლესა და აბდულა-ბეგს-იესეს ძეს ჩააბარა. აბდულა-ბეგმა ერეკლესთან ბრძოლა დაიწყო, თუმცა კახთ-ბატონმა შეძლო მოწინააღმდეგის დამარცხება. 1748 წელს ერეკლემ თბილისი გაათავისუფლა ირანელებისგან და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა.
1749 წელს თეიმურაზი ქართლში დაბრუნდა. მართალია ქართლი და კახეთი დამოუკიდებელი სამეფოები იყო, მაგრამ მამაშვილი შეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ და ფაქტიურად აღმოსავლეთი საქართველო ერთიანი იყო.
იმავე წლის შემოდგომაზე, თეიმურაზსა და ერეკლეს ერევნის ხანმა თარაქამების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა. ქართველებმა გაიმარჯვეს და ერევნის სახანო ქართლ-კახეთის მფარველობაში შევიდა. მალე ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ნახიჩევანის სახანომაც.დაწერილია 01 December 2011 - 06:58 PM 

დადებული სურათი
სიმონ პირველი – ქართველი მეფე და დიდი მხედართმთავარი

სიმონ I (დ. 1537 — გ. 1603), ქართლის მეფე 1556-1569, 1578-1599, ლუარსაბ I-ის ძე.

გარისის ბრძოლაში 1556 წელს მოხუცმა მამამ სიმონი ქართლის შემტევი ლაშქრის მეთაურად დანიშნა. ახალგაზრდა უფლისწულმა თავი გამოიჩინა როგორც საზრიანმა და მამაცმა სარდალმა და ქართლიდან გარეკა შემოსეული ყიზილბაშები. სიმონ I-ის გამეფების დროს თბილისი ყიზილბაშების ხელში იყო და მეფეს რეზიდენცია ქ. გორში ჰქონდა. 1556-1559 სიმონ I მეთაურობდა განუწყვეტილი ომიანობით განადგურებული ქვეყნის აღდგენა-შენებას, შემდეგ კი ყიზილბაშთაგან ქართლის განთავისუფლების საქმეს შეუდგა. 1559 კავშირი შეკრა კახეთის სამეფოსთან, რაც სიმონ I-ისა და კახთა მეფის ლევანის ასულის ქორწინებით გამოიხატა. 1560-1561 სიმონ I შეეცადა თბილისის განთავისუფლებას, მაგრამ 1561 აპრილში დამარცხდა ციხედიდის ბრძოლაში. 1562 სიმონ I-ის ძმა დავითი (დაუთ-ხანი) გამაჰმადიანდა და შაჰის სამსახურში ჩადგა. შაჰმა დაუთ-ხანი ყიზილბაშთა ჯარით ქართლში გამოგზავნა. 1567 და 1569 დიღომთან და სამადლოსთან ბრძოლებში სიმონ I-მა დაამარცხა დაუთ-ხანი. 1569 ფარცხისის ბრძოლაში (ალგეთის ხეობა) ღალატის წყალობით სიმონ I ტყვედ ჩავარდა. მან მტკიცე უარი განაცხადა მაჰმადიანობის მიღებაზე და 1569-1578 ირანში ტყვეობაში იტანჯებოდა.ირან-ოსმალეთის ომის დაწყებისთანავე (1578) შაჰმა სიმონ I ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლის მეფედ დანიშნა. ქართლში დაბრუნებისთანავე სიმონ I-მა პარტიზანული ომი გააჩაღა ოსმალების წინააღმდეგ, რომლებსაც თბილისი და მთელი ქართლი დაპყრობილი ჰქონდათ. მალე სიმონ I-მა ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორე, გორი და სხვა ციხესიმაგრეები. 1579 სიმონ I-მა ალყა შემოარტყა თბილისს. ოსმალთა მთავარი ამოცანა გარნიზონის სურსათით მომარაგება გახდა, მაგრამ სიმონ I-მა არაერთხელ დაამარცხა ამ მიზნით ქართლში შემოსული ოსმალთა რაზმები. 1580 წლის ზაფხულში სულთანმა სარდალი მუსტაფა ლალა-ფაშა გადააყენა და მის ნაცვლად სინან-ფაშა დანიშნა, მაგრამ ვერც მან შეძლო სიმონ I-ის დამორჩილება. 1582 სიმონ I-მა კავშირი შეკრა მანუჩარ II ჯაყელთან. იმავე წელს მუხრანის ბრძოლაში სიმონ I-მა დაამარცხა სულთნის ლაშქარი. ამავე დროს აჯანყება დაიწყო სამცხე-საათაბაგოში, 1579 ოსმალთა მიერ გაუქმებული ათაბაგობა აღდგა. 1584 სულთანმა ქართლში გამოგზავნა ახალი სარდალი ფერჰად-ფაშა. 1585 სიმონ I-მა აიღო ლორე, რომელიც მალე ისევ ოსმალებმა დაიბრუნეს. 1587 ფერჰად-ფაშამ შეძლო სამცხე-საათაბაგოში ოსმალთა ხელისუფლების აღდგენა.


დავით IV აღმაშენებელი საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი II-სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში, გიორგი II-ის სასახლეში. ბაგრატიონთა დინასტიიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი.
1073 წელს, როდესაც დავითი დაიბადა, თურქთა უზარმაზარი მხედრობა მესამედ შემოესია საქართველოს. დაუხვდა გიორგი მეფე ქართველთა ჯარით, ცეცხლითა და მახვილით მომდინარე მტერს; ალგეთის ხეობაში, სოფელ ფარცხისტან შეხვდა და შეება, დაამარცხა და გარეკა საქართველოს სამანეებიდან.ეს იყო გიორგიII-ის უკანასკნელი გამარჯვება მტერზე, ამის შემდეგ გაანადგურეს საქართველო თურქ-სელჯუკებმა.
1089 წელს მეფე გიორგიმ მოიხსნა გვირგვინი და ტავზე დაადგა თავის ერთადერთ ძეს თექვსმეტი წლის დავითს.
ასე ”იწყო აღმოცისკრებად ბნელისა უკუნისა შინა მზემან”-დავით IV აღმაშენებელმა.
დავითს მემკვიდრეობით ერგო თურქ-სელჯუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული, დამშეული მოსახლეობა.
სწრაფად და მძლავრად ამოქმედდა. ხალხი გამოიყვანა სამალავთაგან და სახიზართაგან, ამხნევებდა, საომარ და სამეურნეო სულს უბრუნებდნენ, სოფლად აბრუნებდნენ, სახლ-კარს უწყობდნენ და ყველანაირ პირობას უქმნიდნენ.
დავით აღმასჰენებლის დროს გამთლიანდა და აყვავდა საქართველო, ის იყო უბადლოო მეთაური ერისა.მისი წყალობით საქართველო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არაგაწამდე.
დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა 1125 წელს.
საქართველომ დაკარგა უდიდესი განძი მისი სახით.
ხოოო კიდევ გამახსენდა დამატებით რომ, 1125 წლის 24 იანვარს,ახალი სტილით 8 თებერვალს გარდაიცვალა, დავითის საფლავზე აწერია “ესე არს განსასვენებელი ჩენი უკუნითი უკუნისამდე.ესე მითქვამს:აქა დავემკვიდრო მე”. დავითი გელათში არის დაკრძალული და იქვე ჰკიდია რკინის კარი რომელიც დავითის ვაჟმა დემეტრემ განჯის გალავანს შეხსნა.





მეფე მირიანი და ნანა დედოფალი

მირიან მეფე და ნანა დედოფალი IV საუკუნეში ცხოვრობდნენ. მეფე მირიანი 7 წლისა იყო როცა ტახტზე ავიდა. 15 წლისამ კი ცოლად ნანა დედოფალი მოიყანა. დედოფალი საბერძნეთის მთავარსარდლის ასული იყო. მეფე მირიანი ძალიან განსწავლული ყოფილა და ქვეყანაც ძალიან ყვარებია. არაერთხელ უბრძოლია თავის მიწა-წყლისთვის და მრავალგზის დაუმარცხებია მტერი. ქვეყნის სიყვარულისა და თავდადების გამო, ხალხიც დიდად აფასებდა და სიყვარულით პასუხობდა მის თავდადებას.
ამ დროს ქართველები ჯერ ქრისტიანები არ იყვნენ და მეფეც და ხალხიც სხვადასხვა კერპებს სცემდნენ თაყვანს. განსაკუთრებით კი არმაზის კერპს მიაგებდნენ პატივს, არმაზი მთაზე აღმართული უზარმაზარი სპილენძის ქანდაკება იყო, მას ტანთ ოქროს ჯაჭვის პერანგი ემოსა, თვალების ადგილას კი მწვანე ზურმუხტი და წითელი ბერილის თვლები ჰქონდა ჩასმული. ხელში ბასრი და ელვარე ხმალი ეპყრა, იმის ნიშნად, რომ თუკი ვინმე შეეხებოდა მყისვე განგმირავდა. მეფე მირიანი არმაზის კერპს სთხოვდა დახმარებას, ელოდა მის წყალობას და სანაცვლოდ მსხვერპლს სწირავდა. იმართებოდა მდიდრული რიტუალები კერპის გულის მოსაგებად. ეს მსვლეობები, რომელშიც მეფე დედოფალიც მონაწილეობდნენ, განსაკუთრებული ბრწყინვალებითა და დიდებულებით გამოირჩეოდა. ქანდაკებას ყვავილებს უგებდნენ და ქება დიდებას ასხამდნენ. არმაზის საშინელი კერპი შიშსა და ძრწოლას ჰგვრიდა ხალხს.
ეს იყო დრო, როცა კაპადოკიელი წმინდა ნინო მცხეთაში ჩამოვიდა რათა საბოლოოდ დაერწმუნებინა ერი და მეფე ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებაში. ეს ამბავი კი, როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, სასწაულებთან ყოფილა დაკავშირებული. სწორედ სასწაულმა გაუნათა გონება მეფე მირიანს და უცნაურმა ამბავმა დაანგრევინა მეფეს ის კერპი, რომელსაც თვითონ და მისი წარმართი წინაპრები დიდი მოწიწებით სცემდნენ თაყვანს.
სოლომონ I, იმერეთის მეფე 1752-1782 წლებში
გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე



        სოლომონ I-ის იმერეთის ტახტზე ასვლას წინ უძღოდა თითქმის საუკუნოვანი არეულობა იმერეთის სამეფოში.იმერეთის ციხეებში ჩამდგარი ოსმალური გარნიზონებიოსმალური ხარკი,  მეფისა და მთავრების ურთიერთბრძოლა,ტყვეებით ვაჭრობატახტისმაძიებელთა ინტრიგებიეკლესიის უნიათობაქვეყანას ანაქიაში ძირავდასოლომონის გამეფებასეწინააღმდეგებოდნენ რაჭის ერისთავიგურიელიაბაშიძეების ძლიერი საგვარეულოტახტისათვის მებრძოლ პრეტედენტთაცხარე ბრძოლაში სოლომონმა გაიმარჯვასოლომონმა ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის კაცია დადიანის და მარიამი დაამით ძლიერი მოკავშირე გაიჩინარამდენიმე წელიწადში სოლომონმა შეძლო თავისი მოწინააღმდეგეთა ალაგმვა დახელისუფლების განმტკიცებაამ მიზნით თანდათან ავიწროებდა გავლენიან თავკერძა თავადებს და აწინაურებდასახელმწიფოებრივად მოაზროვნე საგვარეულოებსწრეთლებსაგიაშვილებსლორთქიფანიძეებსმესხებსავალიანებს,იოსელუანებსღოღობერიძეებსყიფიანებს და სხვთავის მომხრეთაგან სოლომონმა ჩამოაყალიბა ერთგვარი პარტია (“ფიცისკაცნი”), რომლებიც ყოველ წელიწადს დათქმულ დღესა და ადგილზე იკრიბებოდნენ და მეფის ერთგულებაზე ფიცს დებდნენ.
      სოლომონმა დაამყარა საგადასახადო წესრიგი _ ზუსტად განსაზღვრა სახელმწიფო გადასახადთა ოდენობაგლეხობის დიდი ნაწილი საერთოდ გაათავისუფლა გადასახადებისაგანდა აუკრძალა მებატონეების ყმების უდანაშაულოდ გაყიდვა.
      თავდაპირველად სოლომონი ერიდებოდა ოსმალთა წინააღმდეგ აშკარა გამოსვლასმაგრამროგორც კი ქვეყანაშიშედარებითი წესრიგი აღადგინასასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ტყვეებით ვაჭრობასეს უკვე ოსმალებმა სერიოზულგამოწვევად მიიჩნიესოსმალეთი დიდად უწყობდა ხელს ტყვეებით ვაჭრობას _ შექმნილი იყო მთელი ქსელი ტყვეებითმოვაჭრეებისარომელშიც ერთნაირად მონაწილეობდნენ იმერელი თავადაზნაურობა და თურქი მეციხოვნეებიიმერეთისსაგარეო ვაჭრობის დიდი წილი სწორედ ტყვეებით ვაჭრობაზე მოდიოდა.  ამიტომ იყორომ ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვასოსმალებთან ერთად მათთან დაკავშირებული თავადებიც ეწინააღმდეგებოდნენ.    სოლომონმა შესანიშნავად იცოდარომშინაურ წინააღმდეგობას ვერ დაძლევდა ოსმალების განდევნის გარეშეამიტომ სოლომონი ფარულად შეუდგა საომარმზადებასპირველად ხანგრძლივი წყვეტილის შემდეგ იმერეთის მეფის გვერდით დაირაზმნენოდიშის მთავარიგურიისმათავრისამუზაყანოს მთავარიიმერეთის თავადაზნაურობა და გლეხობაოსმალთა მხარეზე აღმოჩნდნენ როსტომ რაჭისერისთავი და ლევან აბაშიძე.
      სოლომონმა საომრად ხრესილის მინდორი შეარჩიასადაც ოსმალთამთავარი ძალები იყვნენ თავმოყრილნისაბრძოლო მოქმედებების დაწყების წინსოლომონმა საიმედოდ ჩაკეტა გურიიდანფოთიდან და ახალციხიდან მომავალიგზები.  1757 წლის 14 დეკემბერს ხრესილის მინდორზე სოლომონ მეფისმეთაურობით ქართველმა ხალხმა გმირული ბრძოლა გადაიხადა და დიდინაბიჯი გადადგა სახელმწიფოებრივი ცხოვრების აღდგენისაკენ.
      ხრესილზე განცდილი მარცხიოსმალებმარასაკვირველიაარ აპატიესსოლომონსმომდევნო წელს ახალციხის საფაშოდან ორჯერ შემოიჭრნენ ლეკებიიმერეთშიერთ-ერთი თავდასხმის დროს გაძარცვეს გელათიდაარბიესსოფლები და დიდი ნადავლით დაბრუნდნენ უკან.
      არსებობს ერთი უცხოური ცნობარომელიც არაჩვეულებრივადახასიათებს სოლომონის ხერხიანობას და პირად სიმამაცეს:  სოლომონიპირადად ჩასულა ახალცოხის ფაშასთან და შეუჩივლია თურქ მეციხოვნეთაგანიმერეთის რბევის ამბავისოლომონს ფაშასათვის ერთგულება აღუთქვამს იმშჲმთხვევაშითუ ფაშა შეაჩერებდა თურქ მეციხოვნეებსფაშამ დაიჯერასოლომონის ნათქვამი და სოლომონს მეციხოვნეთა დასასჯელად 3 ათას კაციანიჯარი გაატანასოლომონმა ეს ამბავი შფარულად აცნობა თავის სარდლებსმათგზებზე ჩასაფრებები მოაწყვეს და სულ ერთიანად გაჟლიტეს თურქებიესცნობა სინამდვილეს რომც არ შეეფერებოდეს,  მაინც მნიშვნელოვანია სოლომონის მაღალი ავტორიტეტის და ხალხზე მისიმორალური ზეგავლენის შესაფასებლად.
      1757 წელსვე სოლომონი გამოხმაურებია  თეიმურაზ II-ის მოწოდებასგადასულა აღმოსავლეთ საქართველოში დამიშველებია თეიმურაზსა და ერეკლეს ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მეფე რომელსაც ბრწყინვალე ვუწოდეთ და მისთვის ძეგლიც კი არ დაგვიდგამს

February 11, 2011
გიორგი V ბრწყინვალე(1286-1346), საქართველოს მეფე 1314-1346, დემეტრე მეორე თავდადებულის უმცროსი ძე. აღიზარდა სამცხეში მისი პაპის(დედის მხრიდან)ბექა ჯაყელის კარზე. ყაზან-ყაენმა ის 1229 წელს საკუთარი ძმის დავით მერვეს წინააღმდეგ ჩააბა და მეფედაც დასვა მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ ცილდებოდა და ამიტომაც მას თბილისის მეფესაც უწოდებდნენ. ყაზან-ყაენმა იგივე მისიისათვის გამოიყენა მიორგი ბრწყინვალეს მეორე ძმა ვახტანგ მეორე (მეფობდა 1302-1308 წლებში).
1314 წელს დავით მერვის და ვახტანგ მეორის გარდაცვალების შემდეგ გიროგი ბრწყინვალე გახდა მეფე. ამ დროს საქართველო ძალზედ დასუსტებული იყო და მას ყოველმხრივ დაქუცმაცებული საქართველო ერგო. მეფობის საწყის ეტაპზე მან თავი შეიკავა მონღოლებთან ბრძოლაზე და პრიორიტეტად დაისახა ტერიტორიების შემოერთება და ეკონომიკურად გაძლიერება ქვეყნის.

No comments:

Post a Comment